ვიზუალური ხელოვნება

კუბერ-პედი – მიწისქვეშ გაშენებული ქალაქი თამარა მერინოს ფოტოობიექტივში

კუბერ-პედი სამხრეთ ავსტრალიის ერთ-ერთი ქალაქია, რომელიც ვიქტორიას დიდ უდაბნოში მდებარეობს. უდაბნოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 50 გრადუსზე მეტია, ღამე კი 0 გრადუსამდე ეცემა. ასეთი მკაცრი კლიმატის გამო, ადგილობრივებმა მიწისქვეშ გააშენეს სახლები და ასე შეიქმნა უნიკალური მიწისქვეშა ქალაქიც.

ერთი შეხედვით უსიცოცხლო უდაბნოში, ადამიანები უკვე 100 წელზე მეტია ცხოვრობენ. 1925 წლიდან დაიწყო კუბერ-პედიში უცხოელთა ჩამოსახლება, მათი მიზანი ახალი ცხოვრების დაწყება და ოპალის მოპოვებით გამდიდრება იყო. ითვლებოდა, რომ ამ ძვირფას ქვას მაგიური ძალა ჰქონდა. დღეისათვის, ქალაქში 45-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.

მიწისქვეშა ქალაქის განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება, რომ იქ მცხოვრები ადამიანები ცივილიზაციის ყველა სიკეთით სარგებლობენ. კეთილმოწყბილი სახლების გარდა, აქვთ ტაძრები, სასტუმროები, რესტორნები. ტაძრები ვიტრაჟებითაა გაწყობილი და კედლებზე ბიბლიური სიუჟეტებია ამოკვეთილი.

ადგილობრივები პატარა, ბნელ შახტებში მუშაობენ, თუმცა ძვირფასი ქვის მოპოვებას იშვიათები თუ ახერხებენ, მისი მიკვლევა არც ისე ადვილია.

ფოტოგრაფმა თამარა მერინომ, ამ მიწისქვეშა ქალაქს დოკუმენტური ფოტოპროექტი მიუძღვნა. ის რამდენიმე კვირა იმყოფებოდა კუბერ-პერიში და როგორც შემდეგ აღნიშნავდა, იქ ყოფნის მთელი პერიოდი ფიქრობდა, რომ ეს იყო ქალაქი-მოჩვენება. ასობით კილომეტრზე გადაჭიმული უსიცხოცხლო უდაბნო, მოწითალო ქვიშის გორებით, ერთი შეხედვით, მკვდარი ადგილია, სინამდვილეში კი სიცოცხლე ჩქეფს, ოღონდ მიწის ქვეშ. მიწის ქვეშ იბადებიან ბავშვები, მიწის ქვეშ მუშაობენ, მიწის ქვეშ აშენებენ ტაძრებს, მიწის ქვეშ ერთობიან, მიწის ქვეშ მუშაობენ ბარები, რესტორნები და სასტუმროები…

Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  1
Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  2
Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  3
Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  4
Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  5
Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  6
Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  7
Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  8
Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  9
Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  10
Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  11
Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  12
Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  13
Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  14
Как живёт подземный город Кубер-Педи в австралийской пустыне  16


კომენტარები

კომენტარი