ვიზუალური ხელოვნება

HIPA-ს საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებული ფოტო დადგმული აღმოჩნდა

ფოტო, რომელმაც HIPA-ს საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა, დადგმული აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ფეისბუქზე გამოქვეყდა აღნიშნული ნამუშევრის კადრს მიღმა ფოტოები, რომელშიც, ჩანს, რომ ქალსა და ბავშვებს ერთდროულად რამდენიმე ფოტოგრაფი უღებს, თითქმის ერთი და იმავე რაკურსით.

Ab Rashid-ს ფოტო.
Ab Rashid-ს ფოტო.

წლევანდელ კონკურსში, რომლის მთავარი თემაც “იმედი” იყო, გამარჯვებული მალაიზიზელი ფოტოგრაფი, ედვინ ონგ ვი კი გახდა. მან, თავისი, როგორც აღმოჩნდა, არა უნიკალური ფოტოსთვის, 120 ათასი დოლარი მიიღო. “კონკურსში ფოტო წარდგენილი იყო, როგორც დაუგეგმავი და შემთხვევითიც კი” – წერს PDNPulse.

HIPA-ს ორგანიზატორთა თქმით, კონკურსი საერთო ფოტოგრაფიისა და არა ფოტოჟურნალისტიკის, ამიტომ, ფოტოები, წინასწარ დადგმული სცენებით, კონკურსის წესებს არ არღვევენ.

კომენტარები

კომენტარი