საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

KHIDI სტრუქტურული იმპროვიზაციის პერფორმანსს უმასპინძლებს

თბილისში, ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმის “კირკე” ორგანიზებითა და კლუბი KHIDI-ს მასპინძლობით ივონა ოლზოვსკას ორი პერფორმანსი გაიმართება.

პერფორმანსი 1:

‘კონცერტი ორგანოებისთვის’  – ეს არის სტრუქტურული იმპროვიზაცია, “სხეულის კონცერტი”, რომელიც განსხვავებული აღქმისთვის სივრცეს ხსნის.

პერფორმანსი 2: 

‘მოდა სქესისთვის’ – ეს არის სტრუქტურული იმპოვიზაცია მოდის და სილამაზის თემაზე.

პერფორმანსები 28 მარტს, 22:00 საათზე კლუბში KHIDI გაიმართება.

ივონა ოლზოვსკა გახლავთ მოცეკვავე, იმპროვიზატორი, ქორეოგრაფი, ცეკვის მასწავლებელი, სერტიფიცირებული“სომატური მოძრაობის” მასწავლებელი – Body Mind Centering. 
იგი დამფუძნებელია ექსპერიმენტული ცეკვის სტუდიის – EST. 

ივონა ამჟამად ასწავლის შემდეგ ორგანიზაციებში: Hurtownia Ruchu, Music Cracow, Lodz Academy. ის ასწავლიდა და ატარებდა ვორქშოფებს სახელმწიფო სამსახიობო სკოლებში პოლონეთში, უკრაინაში, რუსეთში, ინგლისში, მოლდოვაში, პორტუგალიასა და ლიტვაში. 

ამჟამად ივონა არის ქორეოგრაფი პოლონეთის დრამის თეატრში. 
მის დადგმებს მიღებული აქვს ჯილდო სტილისა და სასცენო პიროვნულობის განვითარებისთვის. მას ასევე მიღებული აქვს ArtsLink სტიპენდია. 

კომენტარები

კომენტარი