შემოქმედებითი ინდუსტრიები

ხვალ Tbilisi Open Air 2019-ის ლაინაფი გახდება ცნობილი

ხვალ, 19 მარტს, 14:00–საათზე მულტიფუნქციურ სივრცეში Fabrika Tbilisi Open Air-ის ლაინაფი გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, დასახელდება თარიღი და ლოკაცია, რომელსაც Tbilisi Open Air–ი მოიცავს.

“სამშაბათს, 19 მარტს, 14:00 საათზე Fabrika-ში გაიგებთ Tbilisi Open Air 2019-ის ლაინაფს, ჩატარების თარიღებსა და ადგილს; გაგაცნობთ ჩვენს სპონსორებსა და პარტნიორებს; მოგიყვებით საიუბილეო ფესტივალის სლოგანის და ბრენდინგის შესახებ.” – განაცხადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.

შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air-ი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც როკისა და ელექტრონული მუსიკის მსმენელებისთვის 2009 წლიდან იმართება. ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები როგორებიცაა Deep Purple, Archive, Placebo, Air, Black Label Society, ბეთ ჰარტი, დემიენ რაისი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი