შემოქმედებითი ინდუსტრიები

Asian Film Awards-ის გამარჯვებულები ცნობილია

17 მარტს, ჰონგ-კონგში აზიური კინოს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული ჰიროკაძუ კორეედას “წვრილმანი მძარცველები” გახდა. ფილმმა საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვისაც მიიღო მთავარი ჯილდო.

საუკეთესო რეჟისორად “ალმოდებულის” რეჟისორი ჩენ-დონ ლი დასახელდა. აღსანიშნავნია, რომ ფილმი 8 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

საუკეთესო კაც მსახიობად “The Blood of Wolves-ში” შესრულებული როლისთვის იაკუშო კოჯი დასახელდა, ხოლო საუკეთესო ქალ მსახიობად – სამალ იესლიამოვა, ფილმისთვის “Ayka”.

დაჯილდოებაზე საუკეთესო სცენარისტად “Ash is Purest White”-ის სცენარისტი ჯია ჟანკე დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ აზიური კინოს დაჯილდოება – Asian Film Awards 2007 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად იმართება ჰონგ-კონგში.

კომენტარები

კომენტარი