შემოქმედებითი ინდუსტრიები

ARTWEEK: რას დავესწრო ამ კვირაში თბილისში? (18–25 თებერვალი)

როგორც მოგეხსენებათ, “არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა ARTWEEK, რომლის ფარგლებშიც ყოველ ორშაბათს წარმოგიდგენთ იმ ღონისძიებათა ნაკრებს, რომლებიც თბილისში თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით იმართება.

რუბრიკა მიზნად ისახავს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელშეწყობას და სახელოვნებო სივრცეების პოპულარიზაციას.

ანდრეი ტარკოვსკის შემოქმედება ხელოვნების სასახლეში

Image may contain: one or more people, sky, text and outdoor

ყოველდღე, 23 მარტამდე 18:00–ზე ხელოვნების სასახლე მასპინძლობს გიწვევთ ანდრეი ტარკოვკის უკანასკნელი ფილმის “მსხვერპლშეწირვა” ფოტოების გამოფენაზე

ექსპოზიცია წარმოადგინა ფოტოების ავტორმა, საპატიო სტუმარმა ლონდონიდან, მწერალმა, დრამატურგმა და კინომცოდნემ ლაილა გარეტმა.

Shipwreck

No photo description available.

20 მარტს, 19 საათზე სასტუმრო სტამბის D ბლოკში გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში და სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდა“ ერთობლივ გამოფენას გახსნიან.

გამოფენა “Shipwreck” („გემის ჩაძირვა“) ემიგრაციის, მიგრაციის, დევნილობის, იძულებით გადაადგილებისა და უთანასწორობის თემებს ეხმიანება და უახლესი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ისტორიის მხატვრულ ანალიზს გვთავაზობს. ექსპოზიციაში მონაწილე არტისტები აზერბაიჯანიდან, კანადიდან, გერმანიიდან და სენეგალიდან ქართველი არტისტების მიერ სპეციალურად შექმნილი ნამუშევრების გვერდზე გამოიფინებიან. ღონისძიება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მსოფლიოს პოლიტიკურ მოვლენებზე ცნობიერების ამაღლებას მოემსახურება.

ოთარ ჭილაძის პოეტური მაგია

Image may contain: 1 person, stripes and closeup

20 მარტს დიდ ქართველ მწერალს, პოეტსა და ესეისტს ოთარ ჭილაძეს 86 წელი შეუსრულდებოდა. ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნად ოთარ ჭილაძის სახელობის კულტურულ – საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია ” აველუმი ” გიწვევთ ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება მწერლის ხსოვნის გადარჩენას ქართულ ლიტერატურაში .

ბატონი ოთარის პოეზიის შესახებ ვრცლად ისაუბრებს ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია.

ასევე, ოთარ ჭილაძის ლექსებს წაიკითხავენ პოეტები, მხატვრული კითხვის ოსტატები.

საღამო გაიმართება 20 მარტს, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.
დასაწყისი 18:00 სთ.

დასწრება თავისუფალია

გალაკტიონი და თბილისი – წიგნის პრეზენტაცია

Image may contain: 1 person

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება 21 მარტს, 18:00 საათზე გიწვევთ ახალი გამოცემის „გალაკტიონი და თბილისი“ პრეზენტაციაზე.

გამოცემაში წარმოდგენილია პოეტის შემოქმედებით მემკვიდრეობაში დაგროვილი უამრავი ჩანაწერი, მოგონება, თუ განცდა, რომელიც თბილისს უკავშირდება.

საღამოს უმასპინძლებს პოეტი, გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფი – ვახტანგ ჯავახაძე.

„მოხეტიალე მთვარის თეატრი“ კი წარმოადგენს გალაკტიონის შემოქმედების მიხედვით შექმნილ სპექტაკლ-ფანტაზიას, „ლურჯა ცხენები“, რომელშიც ექსპერიმენტული თეატრალური ხერხით გაცოცხლებულია პოეტების მეფის ბიოგრაფია და ლექსები. რეჟისორი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი.

შალიკაშვილი 80

Image may contain: one or more people, people dancing and text

25 მარტს, 8 საათიდან 10–მდე რუსთაველის თეატრში გაიმართება ამირან შალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

თეატრის ფოიეში 54 ისტორიული ფოტოს გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, გარდა ამისა, დაიდგმება შალიკაშვილის უკანასკნელი პიესა “ვეფხისტაოსანი”.

BASSIANI / HOROOM: DJ STINGRAY ■ HELENA HAUFF ■ NDRX ■ KANCHELI ■ MERCURRIO ■ GIVI GELASHVILI

Image may contain: 1 person, smiling, text

DJ STINGRAY, იგივე SHERARD INGRAM ელექტრონული მუსიკისთვის საკულტო ფიგურაა – მუსიკისადმი მისი უკომპრომისო, არაკონფორმისტული და ინოვაციური მიდგომა მთელი თაობებისთვის სამაგალითოა. INGRAM-ზე საუბარი მისტიკური პროექტის, DREXCIYA-ს გარეშე თითქმის შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროექტი, მათ შორის URBAN TRIBE, საოცრად თვითმყოფადი და ავტონომიურია, DREXCIYA-სთან ასოცირება მისი შემოქმედებითი ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ELECTRIFYING MOJO, KRAFTWERK და PARLIAMENT-ის გავლენით გაზრდილი დეტროიტელი არტისტმა DREXCIYA-ს წევრის , ჯეიმს სტინტონის ყურადღება მიიქცია: “როდესაც ჯეიმსმა მთხოვა ტურნეში მათთან ერთად წავსულიყავი, ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო. თუ ამას კარიერის კუთხით შევხედავთ, შემიძლია ვაღიარო, რომ მათთან ასოცირებაც კი ჩემთვის ახალ შემოქმედებით ეტაპზე გადასვლა იყო. სახელიც მან მოიფიქრა, სურდა, რომ ჩემი სახელი DJ STINGRAY ყოფილიყო, მე კი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. ნიღაბიც ჯეიმსის იდეა იყო, რაზეც თავიდან უარი ვთქვი, რადგან მისი დიზაინი არ მომწონდა. შემდეგ კი, როდესაც მისი სახლი დავტოვე, პოლიციის აქსესუარების მაღაზია ვნახე და მაშინვე მივხვდი თუ როგორი ნიღაბი მჭირდებოდა.“

კომენტარები

კომენტარი