ლიტერატურა

ალბერტ აინშტაინის 5 საყვარელი წიგნი

ეჭვგარეშეა, რომ ალბერტ აინშტაინი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გენიოსი იყო. ცხადია, მისი შემეცნებისადმი სიყვარული ლეგენდარული მოაზროვნეებიდან მოდიოდა. ამაზე მისი პირადი წიგნების კოლექციაც მეტყველებს, რომელშიც, ძირითადად, გერმანელ მწერლებსა და ფილოსოფოსებს ვხვდებით.

გთავაზობთ ალბერტ აინშტაინის საყვარელი წიგნების ხუთეულს, რომელიც WEFORUMA-მა, მეცნიერის ახლობლების გადმოცემა მიხედვით შეადგინა:

“შეგრძნებათა ანალიზი” – ერნსტ მახი

როგორც თავად აინშტაინი დასძენდა, მისი ფარდობითობის თეორია ერნსტ მახის გავლენით იყო განვითარებული. ეს უკანასკნელი მეცხრამეტე საუკუნის ავსტრიელი ფილოსოფოსი და ფიზიკოსი გახლდათ, რომელიც საკუთარ ნაშრომში “შეგრძნებათა ანალიზი” ადამიანის გრძნობების მოუხელთებელ ხასიათსა და ეგოს ცვალებადობაზე საუბრობდა.

მახის ნაშრომი, ასევე, შეიცავდა ნიუტონის დროისა და სივრცის თეორიების კრიტიკასაც, რაც მოგვიანებით ალბერტის ინსპირაცია გახდა.

“დონ კიხოტი” – მიგელ დე სერვანტესი

ლეოპოლდ ინფელდი, რომელიც აინშტაინთან მუშაობდა, საკუთარ ავტობიოგრაფიაში “გამოცანა” წერდა თუ რამდენად უყვარდა ალბერტს სერვანტესის კლასიკური ნაწამოებები. მეტიც, იმასაც დასძენდა, რომ აინშტაინს “დონ კიხოტი” მუდმივად საწოლთან ედო.

“ეთიკა” – ბარუხ სპინოზა

ბარუხ სპინოზა მეჩვიდმეტე საუკუნის ებრაელ-გერმანელი ფილოსოფოსი იყო, რომლის ნაშრომებშიც თანამედროვე ბიბლიური სწავლების კრიტიკას ვხვდებით. “ეთიკაში” ღმერთი ბუნებრივ წყობადაა მოხსენიებული, ადამიანები კი ღმერთის განმავრცობელ ნაწილებად.

სპინოზასეული “პანთეიზმი” აინშტაინის სულიერი ხედვის ნაწილი გახდა.

“ადამიანთა ბუნების ტრაქტატი – დეივიდ ჰიუმი

აინშტაინის შტაგონების წყარო, მისივე თქმით, კიდევ ერთი ფილოსოფოსი, მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწე დეივიდ ჰიუმი იყო.

ჰიუმის სამეცნიერო მორალური ფილოსოფიის ნაშრომებმა ფიზიკოსს მოუწოდა მეტაფიზიკური სპეკულაციებიდან უშუალო შემხებლობაში არსებულ საგნებზე დაკვირვებისკენ მობრუნებულიყო.

გოეთეს შრომები

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ადგილი აინშტაინის წიგნების კოლექციაში გერმანელ ავტორს, გოეთეს ეკუთვნის. ალბერტს მწერლის 36 ტომიანი გამოცემა ჰქონდა, ამასთანავე, დამატებით 14 ტომი სხვა გამოცემიდან.

მეცნიერი გოეთეს მოიხსენებდა, როგორც “ყველა დროის ყველაზე ბრძენ” ადამიანს.

კომენტარები

კომენტარი