შემოქმედებითი ინდუსტრიები

“ევროვიზია 2019”-ის სავარაუდო ლიდერთა რეიტინგში საქართველო არ ფიგურირებს

ესპანურმა გამოცემა El Periodico-მ „ევროვიზია 2019“ -ის სავარაუდო ლიდერთა რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილს ჰოლანდიელი მომღერალი დუნკან ლოურენი იკავებს.

რეიტინგში მეორეა შვედი შემსრულებელი ჯონ ლუდვიკი, სიმღერით “Too late for love”. მესამე ადგილზეა რუსეთის წარმომადგენელი, სერგეი ლაზარევი, სიმღერით “Scream”. გამოცემის შეფასებით ევროვიზია 2019-ზე ლაზარევის წარდგენის შემდეგ რუსეთის შანსები გაიზარდა.

El Periódico ძლიერ კონკურსანტებად ასახელებს შვეიცარიის, ესპანეთის, კვიპროსისა და იტალიის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე მომღერალი ოთო ნემსაძე, რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარსდგება.

გასულ წელს “ევროვიზიაზე” საქართველოს ჯგუფი Iriao წარადგენდა, თუმცა ის ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა.

„ევროვიზია 2019″ თელ-ავივში 14, 16 და 18 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი