კინო

დეტალები ბოლივუდური “ფორესტ გამპის” შესახებ

ბოლივუდის ვარსკვლავმა, ამირ ხანმა, თავის 54-ე დაბადების დღეზე განაცხადა, რომ “ფორესტ გამპის” საკუთარ ვერსიაზე მუშაობს. მსახიობი ფილმის პროდიუსერიც იქნება და მთავარი როლის შემსრულებელიც. ფილმი, სახელწოდებით, “Laal Singh Chadda” ადვაიტ ჩანდანის რეჟისორობით გამოვა.

როგორც აღინიშნა, “Laal Singh Chadda” “ფორესტ გამპის” ჰოლივუდური ვერსიის პირდაპირი რიმეიქი არ იქნება. ორიგინალისგან განსხვავებით, ფილმის ბოლივუდურ ვარიანტში სიუჟეტი ინდოეთის ისტორიასთან იქნება დაკავშირებული. გადაღებები სექტემბერში დაიწყება, მანამდე კი მსახიობ ამირ ხანს 20 კილოგრამის დაკლება მოუწევს.

“ფორესტ გამპის” ორიგინალი ფილმი 1994 წელს გამოვიდა, რეჟისორ რობერტ ზემეკის რეჟისორობიბთ. ფილმმა „ოსკარი“ მიიღო, მთავარი როლის შემსრულებელი ტომ ჰენკსი კი კაცის საუკეთესო როლისთვის დააჯილდოვეს.

კომენტარები

კომენტარი