კინო შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნახეთ: დოკუმენტური ფილმი Tbilisi Open Air-ის შესახებ

Tbilisi Open Air-მა ფესტივალის შესახებ Collaba-ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა.

ფილმი ფესტივალის 10 წლის იუბილეს უკავშირდება და მისი დაარსების ისტორიაზე, მიზნებსა და გეგმებზე მოგვითხრობს.

“Tbilisi Open Air 2019 გზაშია – მუსიკის, თანასწორობის და მრავალფეროვნების მეათე, საიუბილეო წელს მალე თქვენთან ერთად აღვნიშნავთ!” – ნათქვამია ფილმის აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air-ი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც როკისა და ელექტრონული მუსიკის მსმენელებისთვის 2009 წლიდან იმართება. ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები როგორებიცაა Deep Purple, Archive, Placebo, Air, Black Label Society, ბეთ ჰარტი, დემიენ რაისი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი