საშემსრულებლო ხელოვნება

დღეს, 17 მარტს მოძრაობის თეატრში იოსებ ბაკურაძის სპექტაკლის „ღვთაებრივი კომედიის“ პრემიერა შედგება

ხვალ, მოძრაობის თეატრში იოსებ ბაკურაძის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. ამჯერად, მაყურებელი დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიას“  იხილავს.  

დანტე ალიგიერის მსოფლიო ლიტერატურის შედევრი ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა.  

სპექტაკლი სამი 20 წუთიანი  დადგმისგან შედგება. სამივე მოქმედებაზე მაყურებელს რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენა დახვდება.  

რეჟისორის თქმით,  სპექტაკლზე მუშაობისას დიდი გავლენა იქონია  ვაშინგტონში, სინეტიკის თეატრში მიღებულმა ამერიკულმა გამოცდილებამ.

„რამდენად რთული იყო ამ ნაწარმოების დადგმა,  სპექტაკლზე მუშაობდა და რამდენად დიდი შრომა გაწიეს მსახიობებმა, მაყურებელმა უნდა შეაფასოს. ეს არის დანტეს სამი სამყაროს განწყობის ჩვენება “, – აღნიშნავს იოსებ ბაკურაძე. 

მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძე მუდმივად გამოირჩევა ინოვაციური და კრეატიული დადგმებით, რომელსაც მაყურებელს  ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, ჟანრებით, თეატრალური ხერხებით და ფორმებით სთავაზობს. 

თეატრალური დადგმისთვის, „ღვთაებრივი კომედია“ ერთ-ერთ ურთულეს ნაწარმოებად ითვლება. მსოფლიო სტატისტიკის გათლისწინებით,  ყველა ეპოქაში  რეჟისორების უმრავლესობა მასზე მუშაობას თავს არიდებს.  

კომენტარები

კომენტარი