ვიზუალური ხელოვნება

ზღვის ფაუნის ორგანიზაციის შოკისმომგვრელი კამპანია, რომელიც ოკეანის პლასტმასით დაბინძურებას ეხმაურება

სავსებით შესაძლებელია, გვჯეროდეს, რომ სადილზე ერთი პლასტმასის ჩანგლის გამოყენება დედამიწაზე დრამატულ გავლენას არ იქონიებს, თუმცა, როდესაც 7,7 მილიარდი ადამიანი აკეთებს იგივეს სურათი შემზარავი ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, პლასტმასში ვიხრჩობით.

გულგრილობის წინააღმდეგ და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ბრძოლის კიდევ ერთი მცდელობა საეთაშორისო ზღვის ფაუნის დამცველ ორგანიზაციას Sea Shepherd Conservation Society (SSCS) ეკუთვნის, რომელიც მიზნად ისახავს შეინარჩუნოს და დაიცვას მსოფლიო ოკეანეების ეკოსისტემა და სხვადასხვა სახეობები.

ორგანიზაცია შეუერთდა Tribal Worldwide São Paulo – სა და DDB Guatemala სარეკლამო სააგენტოებს, რომ პლასტმასის მოხმარების შოკისმომგვრელი შედეგების წინააღმდეგ კამპანია წარემართათ. 3D პოსტერები გამოსახავს ზღვის ორ ცხოველს – კუსა და სელაპს – რომლებიც განიცდიან უყურადღებოდ დატოვებული პლასტმასების საზარელ შედეგებს და გადმოსცემენ მესიჯს “პლასტმასი, რომელსაც შენ იყენებ, სამუდამოდ აწამებს ოკეანეს”

Sea Shepherd აქვეყნებს მნიშვნელოვან კვლევას იმის შესახებ, თუ რა სახიფათო გავლენა აქვს პლასტმასს ოკეანეზე. ამასთანავე გვაძლევს მნიშვნელოვან რჩევებს, თუ როგორ გამოვიყენოთ გადამუშავებული პლასტმასი ყოველდღიურ ცხოვრებაში. “მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ 2050 წელს ოკეანეში იმაზე მეტი პლასტმასი იქნება, ვიდრე თევზი” გვამცნობს ზღვის ფაუნის ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენდი პოლ ვოტსონი. “Sea Shepherd მოწადინებულია, რომ ეს შედეგი თავიდან ავირიდოთ, რადგან თუ ოკეანე მოკვდება, ჩვენც დავიღუპებით”

კომენტარები

კომენტარი