ვიზუალური ხელოვნება

ნიკო ფიროსმანაშვილი და ვინსენტ ვან გოგი | ფოტოები გამოფენიდან

ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები საფრანგეთში, ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრებთან ერთად, არლის ვინსენტ ვან გოგის ფონდშია წარმოდგენილი.

გამოფენაზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ფიროსმანის შემოქმედებით შთაგონებული, ჩვენი დროის საუკეთესო თანამედროვე არტისტთა ნამუშევრები. მათ შორისაა, ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად ფიროსმანისადმი მიძღვნილი მაგიდა სახელწოდებით “Table Of Pirosmani”.

არლის ფონდი ჯორჯ ბაზელიცის, იოშიტომო ნარას, ანდრო ვეკუას, შირანა შაბაზის, კრისტინა ფორერის, ადრიან გენისა და რაფაელა ვოგელის ნამუშევრებსაც ეთმობა.

ფოტოები: გელა ბედიანაშვილი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კომენტარები

კომენტარი