ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ოფიციალურად, 2021 წელს საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება

ოფიციალურად, 2021 წელს, საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება

პროექტის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, მედეა მეტრეველი ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძემ და მედეა მეტრეველმა საქმიანი შეხვედრები გამართეს საფრანგეთის გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტთან და გენერალურ დირექტორთან, ასევე ფრანგული ინსტიტუტის პრეზიდენტთან და ფრანგული ენის, წიგნისა და ცოდნის დეპარტამენტის დირექტორთან.

საქმიანი შეხვედრების დროს საუბარი შეეხო შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხებს, პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდით, ასევე, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილების შესახებ.

საქართველომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის შეთავაზება, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განხორციელებული წარმატებული პროექტის ფარგლებში მიიღო.

კომენტარები

კომენტარი