კინო

Netflix მერილინ მონროს შესახებ ფილმს იღებს

ცნობილია, რომ ნეტფლიქსი, ენდრიუ დომინიკის რეჟისორობით ლეგენდარული მსახიობის, მერლინ მონროს ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ფილმს გადაიღებს.

წყაროების ცნობით, ფილმის სახელი იქნება “ქერა” (Blonde) და მას პროდიუსინგს ბრედ პიტი და დედე გარდნერი გაუწევენ.

ახლახანს, ცნობილი გახდა მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობიც, კერძოდ, “ქერა”-ში მონროს ანა დე არმასი განასახიერებს, რომელსაც მაყურებელი ფილმებიდან: “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”, “ჯენტლმენები არჩევენ ქერებს” და “შვიდი წლის თავზე”.

ენდრიუ დომინიკმა Collider-თან ფილმის შესახებ განაცხადა: “ეს იქნება ფილმი იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ბავშვობის ტრავმები ადამიანზე, იმაზე თუ რას ნიშნავს გქონდეს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად იყო მარტოსული და ტრაგიკული ადამიანი. ძალიან რთულია მერილინის ცხოვრების ყველა მხარე ერთ ფილმში ჩაეტიოს, თუმცა ჩვენ ამას მაქსიმალურად შევეცდებით”.

კომენტარები

კომენტარი