ლიტერატურა

ლონდონში გვანცა ჯობავა სახელმძღვანელოების გამომცემლების მსოფლიო ფორუმის მმართველობითი გუნდის წევრად აირჩიეს

დღეს, ლონდონში მიმდინარე სახელმძღვანელოების გამომცემლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა ფორუმის მმართველობითი გუნდის წევრად აირჩიეს.

სახელმძღვანელოების გამომცემლების მსოფლიო ფორუმი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის მუდმივმოქმედი ორგანოა და მასში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მსოფლიოს 22 ქვეყნის 31 გამომცემელთან ერთად იღებს მონაწილეობას.

სახელმძღვანელობის გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის მმართველობით ორგანოში საქართველოს წარმომადგენლის ყოფნა, არის ახალი შესაძლებლობა ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრის გაჯანსაღებისა და საერთაშორისო განვითარებული საგანმანათლებლო სისტემების გამოცდილებს გაზიარებისათვის.

კომენტარები

კომენტარი