საშემსრულებლო ხელოვნება

► მოუსმინე 5 ახალ ტრეკს ქართული ჰიპ–ჰოპიდან

ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ჰიპ–ჰოპი ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. შეიძლება ითქვას, რომ ანდერგრაუნდის ენამ მეინსტრიმ სივრცეში გადმოინაცვლა. ამის დასტურია ის, რომ თუ ადრე სოციალურ პრობლემებზე ლიტერატურა ან რომელიმე სხვა სფერო ლაპარაკობდა, ახლა ეს ფუნქცია მთლიანად ჰიპ–ჰოპმა შეითავსა, დღესდღეობით კი ხშირად შევხვდებით სოციალურ ქსელში, საპროტესტო აქციებზე და სხვადასხვა ადგილებში ქართველი რეპერების ციტირებებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ჰიპ–ჰოპი არ ვითარდება მხოლოდ სოციალურ თემატიკაზე წერის კუთხით. ქართველი რეპერების შემოქმედებაში მრავლადაა ესთეტიკური სახეები, ტექნიკური მრავალფეროვნება და სხვა.

“არტნიუსი” გთავაზობთ 5 უახლოეს ქართულ ჰიპ–ჰოპ კომპოზიციას

Sf-x სულ ქალი (Prod. Mad Man Lee)

Masteri – Anti

FuLA, Ol’boy – არ უნდა გექნა

KayaKata- Hood Tennis Ft. HAWA

Young Mic – ცხარე სოუსი  ft. Dope Zee & Serhio (prod. by Clusey)

კომენტარები

კომენტარი