კინო

“ფორესტ გამპის” ბოლივუდურ ვერსიაში მთავარ როლს ამირ ხანი შეასრულებს

ბოლივუდი ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის “ფორესტ გამპი” მიხედვით ფილმს იღებს, რომელშიც, როგორც ცნობილი გახდა, მთავარ როლს ბოლივუდის სუპერვარსკვლავი ამირ ხანი შეასრულებს.

ხანი პერსონაჟ ლაალ სინგ ჩადჰას ითამაშებს, რომელიც 1994 წლის ფილმიდან ტომ ჰენკსის პერსონაჟის მიხედვითაა შექმნილი.

“ყოველთვის მიყვარდა “ფორესტ გამპი”. ის ძალიან ცხოვრებისეული, შთამაგონებელი ამბავი და სასიამოვნო ფილმია. ეს არის ფილმი მთელი ოჯახისთვის” – განაცხადა ხანმა “მუმბაისთან” საუბრისას.

ამირ ხანი, რომელიც ბოლოს “ინდოსტანის მკვლელებში” გამოჩნდა, აცხადებს, რომ მას მომავალი როლისთვის 20 კილოგრამის დაკლება მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი