ვიზუალური ხელოვნება

უმცროსი პიტერ ბრეიგელის ეკლესიიდან მოპარული ნახატი ასლი აღმოჩნდა

ფლანდრიელი მხატვრის, პიტერ ბრეიგელ უმცროსის ნახატის ეკლესიიდან მოპარვის ფაქტს იტალიური პოლიცია გამოეხმაურა. 

BBC-ის ინფორმაციით, როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, ერთი თვის წინ მათ ორიგინალი ასლით შეცვალეს. 

ფლანდრიელი დიდოსტატის მიერ შექმნილი ნამუშევარი ოთხშაბათს, ქალაქ ლიგურიას ერთ-ერთი ეკლესიიდან მოიპარეს. მძარცველებმა ვიტრინა, რომელშიც შედევრი ინახებოდა, ჩაქუჩით ჩაამტვრიეს. რამდენიმე საათის შემდეგ მომხდარს პოლიცია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სავარაუდო ძარცვის შესახებ მათ წინასწარ შეიტყვეს, რის შემდეგაც ორიგინალი ასვლით ჩაანაცვლეს და საცავის გარშემო კამერები დააყენეს. პოლიცია ვიდეო მასალას უკვე სწავლობს. 

შემთხვევას ქალაქის მერი დანიელე მონტებელო გამოეხმაურა. მისი თქმით, დაგეგმილი ოპერაციის შესახებ ის საქმის კურსში იყო, თუმცა, წინასწარ არაფერი გაამხილა. მერმა მადლობა ეკლესიის იმ ვიზიტორებსაც გადაუხადა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ვიტრინაში ორიგინალი ნახატი არ იდო, თუმცა საიდუმლო არ გაამხილეს. 

კომენტარები

კომენტარი