ვიზუალური ხელოვნება

შესაძლოა “შიშველი მონა ლიზა” თავად ლეონარდო და ვინჩიმ დახატა

ხელოვნების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლეონარდო და ვინჩის სტუდიაში შესრულებული “მონა ვანა” ან, უბრალოდ, “შიშველი მონა ლიზა”, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ოსტატის მოწაფეების მიერ შესრულებული ნამუშევარი, შესაძლოა თავად და ვინჩის ეკუთვნოდეს.

Condé Museum-ის კურატორის, მეთიუ დელდიქის თქმით, ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ნახატის მნიშვნელოვანი ნაწილი მარცხენა ხელით არის შესრულებული, რაც განამტკიცებს ზემოთხსენებულ მოსაზრებას.

ამასთანავე, დადგინდა, რომ ნამუშევარში და ვინჩის ფავორიტი ტექნიკა ე.წ. “სფუმატო” არის გამოყენებული.

“დიდი ალბათობაა, რომ სწორედ ლეონარდომ შეასრულა ნამუშევრის ძირითადი ნაწილი. ეს არის ნახატი, რომელიც ძალიან ხარისხიანად, განსაკუთრებული ხელოვანის შესრულებულია. სავარაუდოდ, ეს არის მოსამზადებელი ნამუშევარი ზეთის საღებავით შესასრულებლად” – აცხადებს დელდიქი.

კომენტარები

კომენტარი