კინო

ჯეიმს ბონდი ახალ ფილმში ელექტრომანქანით გამოჩნდება

მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებულ ახალ ფილმში აგენტი 007 ელექტრომანქანას მართავს. მთავარი გმირისთვის ტრანსპორტის ეს სახეობა თავად რეჟისორმა, კერი ფუკუნაგამ შეარჩია. მან არჩევანი Aston on Martin Rapid E.-ზე შეარჩია, რომლის ღირებულებაც 329 ათასი დოლარია.

ცნობილია, რომ ფუკუნაგა არა მხოლოდ ეკოლოგიისთვის მებრძოლი აქტივისტია, არამედ თავად თანამშრომლობს Aston Martin-თან.

შეგახსენებთ რომ ჯეიმს ბონდის შესახებ 25-ე ფილმის გადაღებები აპრილში დაიწყება. სუპერაგენტის როლს ისევ დენიელ კრეიგი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი