საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ბრიტნი სპირსი ბროდვეიზე დადგმულ სპექტაკლს გააფორმებს, რომელშიც ზღაპრის პრინცესები ფემინისტებად გვევლიებიან

ბრიტნი სპირსის სიმღერები ბროდვეიზე დადგუმლ ახალ სპექტაკლს –
“Once Upon a One More Time” მუსიკალურად გააფორმებს. სიუჟეტის ცენტში არიან ზღაპრული პრინცესები, მათ შორის ფიფქია, კონკია და სხვა კლასიკური პერსონაჟები. ისინი კითხულობენ ზღაპრებს, მაგრამ, ერთხელაც ხელში ჩაუვარდებათ ბეტი ფრიდანის წიგნი მეორე ტალღის ფემინიზმზე – “The Feminine Mystique” და მათი მსოფლმხედველობაც იცვლება.

“ეს ქალები მუდმივად ჰერმეტულად დახურულ სამყაროში ცხოვრობენ, უცებ კი ეზიარებიან თანამედროვე იდეებს – მეორე და მესასმე ტალღიზს ფემინიზმს. იწყებენ იმის გააზრებას, როგორ გადმოგვეცემა ისტორია და საიდან მოდის ჩვენი ნორმები” – განაცხადა კომედიის ატორმა, ჯონ ჰარტმირმა “The New York Times”-თან ინტერვიუში.

სპექტაკლში გამოყენებული იქნება ბრიტნი სპირსის 25 სიმღერა, არა მხოლოდ ჰიტები, არამენ უცნობი ალბომების ტრეკებიც. “მიხარია რომ ეს მიუზიკლი, სადაც მოქმედება ზღაპრულ სამყაროში ხდება, ჩემი სიმღერებით იქნება გაფორმებული. ეს ის პერსონაჟები არიან, რომლებსაც ვაღმერთებ, რომლებზეც გავიზარდე” – აღნიშნა მომღერალმა.

მიუზიკლის პრემიერა ჩიკაგოში ამ წლის 29 ნოემბერს შედგება, ბროდვეიზე კი 2020 წელს.

კომენტარები

კომენტარი