ვიზუალური ხელოვნება ლიტერატურა

მარკ ტვენი – კატების მოყვარული

ყველასთვის საყვარელი მწერლის, მარკ ტვენის (ნამდვილი სახელი და გვარი სამუელ კლემენსი) ცხოვრება ისეთივე მრავალფეროვანი იყო, როგორიც მისი ცნობილი ნაწარმოებების პერსონაჟებისა.

ტვენი საკუთარი ქვეყნის საუკეთესო იუმორისტად და, ამავდროულად, ამერიკული ლიტერატურის მამად არის აღიარებული. მისი ლეგენდარული სახელის უკან კი ერთი მოსიყვარულე, გულჩვილი ადამიანის ისტორია იმალება.

ცოტამ თუ იცის კატების მიმართ მისი განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ.

“ადამიანი რომ კატასთან შეჯვარებულიყო, ეს ადამიანის გაუმჯობესება, მაგრამ კატების გაუარესება იქნებოდა” – წერდა კლემენსი.

მარკს 19 კატა ჰყავდა, რომლებმაც ცხოვრების არაერთი რთული მონაკვეთი გადაატანინეს. ის მათ უცნაურ სახელებს არქმევდა, როგორებიცაა: აპოლინარისი, ბელზებელი, ბუფალო, სატანა, ზოროასტრი და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი