კინო

ჩარლზ მენსონის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

კინოკომპანია IFC Films-მა სერიული მკვლელის, ჩარლზ მენსონის შესახებ გადაღებული ფილმის – “Charlie Says” პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა, რომლის რეჟისორიც მერი ჰერონია. ინფორმაციას Indiewire ავრცელებს.

ჩარლზ მენსონი – მეოცე საუკუნის ერთ-ეთი ყველაზე ცნობილი დამნაშავე, 2017 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ის იყო ცნობილი სექტის “მენსნონს ოჯახის” ლიდერი, რომელიც ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლელობა უდიდესი კეთილშობილებაა და არა ბოროტება, რადგან ადამიანის სულს ხორცისგან განთავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს.

მენსონის სექტის მიერ ჩადენილი მკვლელობებიდან ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლის, შერონ ტეიტისა და მასთან ეთად, რვა ადამიანის მკვლელობა. შეგახსნებთ, რომ ამ სიუჟეტზე კვენტინ ტარანტინოც იღებს ფილმს, სახელწოდებით “ერთხელ ჰოლივუდში”.

კომენტარები

კომენტარი