კინო

ჩერნობილის კატასტროფაზე HBO-მ სერიალი გადაიღო [ტრეილერი]

HBO-მ ჩერნობილის კატასტროფაზე სერიალი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლებს ჯოშუა ლიში, ემილი უოტსონი და სტელან სკარსგარდი ასრულებენ. ახალი სერიალის პრემიერა 6 მაისს შედგება და ის ჩერნობილში, 1986 წელს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს.

კატასტროფა უკრაინის ტერიტორიაზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის აფეთქების შედეგად მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთი ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი