კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

რობერტ სტურუას სპექტაკლს “ბედი ქართლისა” არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა [ვიდეო]

ფოტო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, დაიდგა რობერტ სტურუას სპექტაკლი “ბედი ქართლისა”, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

“გუშინ ნანახი რობერტ სტურუას სპექტაკლი “ბედი ქართლისა” იყო ბოროტსა და კეთილს მიღმა. უბრალო სიტყვებით, როგორებიცაა ჩვენში პოპულარული “მარაზმი” ან არაკორექტული კრეტინიზმი ან იდიოტიზმი, ამ დადგმას ვერ აღწერ – ის კეთილსა და ბოროტს მიღმა იყო” – წერს სოციალურ ქსელ Facebook-ში ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.

სპექტაკლის შესახებ ისიც ითქვა, რომ იგი შეურაცხმყოფელი იყო მოწვეული სტუმრებისათვის, მუსლიმი სასულიერო პირებისთვის და ბრიტანეთის ელჩისთვის.

Image may contain: 2 people

პარლამენტარის, გიორგი კანდელაკის თქმით, სპექტაკლი სავსე იყო კლიშეებით, ურაპატრიოტიზმით, მუსლიმთა შეურაცხმყოფელი პასაჟებით.

“იყო ბრიტანეთის დროშაში გახვეული ვითომ ლორდი, რომელიც ყვიროდა: “ჩვენ რომ მე–11 საუკუნეში პარლამენტი გვქონდა, თქვენ სად იყავით” – და პირველ რიგში ზის ბრიტანეთის ელჩი. შემდეგ კრებსითი სულთანი და შახი დასდევდნენ მღვდელს, რომელსაც კლავენ. ამ ყველაფერს ესწრებოდნენ მუსლიმი სასულიერო პირები. სასაცილოც არ არის, ეს არის დიპლომატიური თავის მოჭრა” – განაცხადა რადიო თავისუფლებასთან გიორგი კანდელაკმა.

Image may contain: 2 people

შეგახსენებთ, რომ 100 წლის წინ – 1919 წლის 12 მარტს პირველად შეიკრიბა საქართველოს დამფუძნებელი კრება, რომელიც თავისი შემადგნელობით, შინაარსით და ორწლიანი საქმიანობით, მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ იმ ეპოქის მსოფლიო დემოკრატიაში.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მნიშვნელობაზე ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების საქმეში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

კომენტარები

კომენტარი