კინო

Apple საკუთარ სტრიმინგ-სერვისს წარადგენს, რომელიც Netflix-ის კონკურენტი იქნება

კომპანია Apple-მა ჟურნალისტები უკვე დაპატიჟა პრეზენტაციაზე, რომელიც 25 მარტს გაიმართება.  კონკრეტულად რისი წარმოდგენა სურს Apple-ს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია პრეზენტაციის სლოგანი – „შოუს დროა“ (It’s show time). 

სწორედ ეს სლოგანი აფიქრებინებს ექსპერტებსა და ჟურნალისტებს, რომ პრეზენტაციის მთავარი სიახლე Apple-ის დამოუკიდებელი სტრიმინგ სერვისი გახდება, რომელიც კონკურენციას გაუწევს Netflix-სა და Prime Video-ს. 

ამასვე ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომპანიამ ეს სლოგანი 2006 წელს ერთელ უკვე გამოიყენა, სერვის iTV-ს წარდგენისას, რომელიც მოგვიანებით Apple TV-დ გადაკეთდა. 

Variety წერს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი პროდუქტისა და სერვისების გამრავალფეროვნებას გეგმავს და ის აუცილებლად გაუშვებს საკუთარ ონლაინ კინოთეატრს. ხმები ამის შესახებ მსოფლიოში 2016 წლის შემდეგ ვრცელდება. 

გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ფონზე, გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანია Apple-ის სმარტფონების გაყიდვები მსოფლიოში 11,5%-ით შემცირდა და ამჟამად კომპანიის კაპიტალიზაცია 843.56 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ, როცა 20018 წელს ეს მაჩვენებელი 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებდა.

წყარო: agora.ge

კომენტარები

კომენტარი