კინო

“სასოწარკვეთილი დიასახლისების” გმირ ფელისითი ჰოფმენს ბრალს ქრთამის მიცემისთვის უყენებენ

მასაჩუსეტსის პროკურატურამ 50 ადამიანს პრესტიჟული სასწავლებლების თანამშრომლების მოსყიდვისთვის ბრალი წაუყენა. ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი ფელისითი ჰოფმენია, რომელსაც საზოგადოება “სასოწარკვეთილი დიასახლისებიდან” იცნობს.

როგორც პროკურატურა აცხადებს, დანაშაულებრივი სქემა 2011 წლიდან მუშაობდა და მასში გარეული ადამიანები საკმაოდ დიდ თანხას იხდიდნენ იმაში, რომ საკუთარ შვილებსა თუ მეგობრებს პრესტიჟულ სასწავლებლებში გამოცდები გამარტივებული გზით ჩაებარებინათ.

სქემის მუშაობის ტაქტიკა კი ასეთი იყო: ბრალდებულები ფულს სასწავლებლების ფონდებში შეწირულობის სახით რიცხავდნენ, რის შედეგადაც მათი ახლობლები გამარტივებულ გამოცდებს აბარებდნენ.

კომენტარები

კომენტარი