ლიტერატურა

2019 წლის მარტში ქართული წიგნი 3 საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგება

2019 წლის მარტში ქართული ლიტერატურა წიგნის სამ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე სხვადასხვა ფორმით წარდგება, ესენია: ლონდონის (12-14 მარტი), პარიზისა (15-18 მარტი) და ლაიფციგის (21-24 მარტი).

“ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის” განცხადებით, საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს.

ამჟამად, ქართველი ავტორები ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობას სტუმრობენ, სადაც წარმოდგენილ ეროვნულ სტენდზე უცხოელ დამთავლიერებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს საზღვარგარეთ გამოცემულ ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანიებსა და ქართველი გამომცემლების უახლეს წიგნებს.

დღეს, 13 მარტს დაგეგმილია მიღება, სადაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ასოციაციის წარმომადგენლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტთან იურგენ ბოსთან ერთად საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს შეაჯამებენ.

კომენტარები

კომენტარი