შემოქმედებითი ინდუსტრიები

დიდ ბრიტანეთში სტივენ ჰოკინგის ხსოვნის პატივსაცემად გამოუშვეს მონეტა, რომელზეც შავი ხვრელია გამოსახული

დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ სტივენ ჰოკინგის პატივსაცემად გამოუშვა 50 პენსის ნომინალის მონეტები, რომლებზეც შავი ხვრელია გამოსახული – მეცნიერის კვლევებისა და დაკვირვების მთავარი საგანი. იფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მონეტების დიზაინერის, ედვინ ელისის თქმით, ისინი გარკვეული ირონიითაა შექმნილი: უზარმაზარი შავი ხვრელი გამოსახულია მცირე ზომის ლითონზე.

“სამწუხაროა, რომ ჰოკინგი ჩვენთან აღარაა. ჩვენ, ალბათ, ერთად დავცინებდით ჩემს იდეებს” – აღნიშნა ელისმა.

მიუხედავად დაბალი ნომინალისა, მონეტების ფასი მაღალია, ვინაიდან, ისინი სხვადასხვა ძვირფასი ლითონისგანაა დამზადებული. მათი ფასი 10 დან 800 ფუნტამდეა. ამ დროისთვის ოქროს მონეტების გარდა, ყველა გაყიდულია.

კომენტარები

კომენტარი