საშემსრულებლო ხელოვნება სტილი, დიზაინი

საკუთარ ლოგოზე Nirvana-ს საავტორო უფლებები არ აქვს

შპს Nirvana-მ გასულ წელს მოდელიორ მარკ ჯეიკობს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლა, კერძოდ, იმის გამო, რომ მარკმა ბენდის ცნობილი ლოგო საკუთარ 2018 წლის Redux Grunge კოლექციაში გამოიყენა.

მოგვიანებით, ჯეიკობსის ადვოკატებმა ზემოთხსენებული საჩივარი აპელაციაზე წარადგინეს.

საბოლოოდ, კალიფორნიის ფედერალური სასამართლომ მოდელიორისთვის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, შპს Nirvana არ ფლობს ლოგოტიპის საავტორო უფლებებს.

კომენტარები

კომენტარი