კინო

შესაძლოა Bohemian Rhapsody-ის მეორე ნაწილი გამოვიდეს

ოსკაროსანი ფილმის Bohemian Rhapsody რეჟისორი და ლეგენდარული მუსიკოსის, ფრედი მერკურის, ახლო მეგობარი რუდი დოლეცალი აცხადებს, რომ ბიოგრაფიული სურათის გაგრძელება აუცილებლად გამოვა.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაიწყება მუშაობა ან ცნობილი მუსიკოსის ცხოვრებისა და კარიერის რომელ ეპიზოდებს შეეხება ფილმი.

Bohemian Rhapsody ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ბიოგრაფიული მუსიკალური ფილმი გახდა. მან გამოსვლისთანავე 4 ოსკარის მოპოვება შეძლო. რემი მალეკმა ჯილდო ფრედი მერკურის როლის შესრულებისთვის მიიღო. ნამუშევარმა ასევე საუკეთესო ვიდეომონტაჟის, ხმის მონტაჟისა და საუნდ-მიქსინგის ნომინაციებში გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი