საშემსრულებლო ხელოვნება

„ვუძღვნი ვახტანგ ჭაბუკიანს“ – ირმა ნიორაძე Black See Arena-ზე

პროექტი CHECK IN GEORGIA  და  Black Sea Arena,  მსოფლიო ბალეტის ვარსკლავების ერთობლივ, გრანდიოზულ კონცერტს გეგმავს. გამომსვლელებს შორის იქნება საბალეტო სფეროს  ქართველი მსოფლიო ვარსკვლავი ირმა ნიორაძე.

კონცერტი სახელწოდებით „ვუძღვნი ვახტანგ ჭაბუკიანს“  9 აგვისტოს შეკვეთილში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. ანდრეს ლიეპას რეჟისორობით დადგმაში მაყურებელი არაერთ ცნობილ თანამედროვე საბალეტო ვარსკვლავს იხილავს. მათ შორის იქნებიან: ივან ზაიცევი, იაკოპ ტისი, იონა აკოსტა, მარინა იაკოვლევა, სერხიო ბერნალი და სხვა.

კონცერტზე სპეციალური მოწვევით იცეკვებს ქართული ნაციონალური ბალეტი – „სუხიშვილები“. აღსანიშნავია, რომ ქართველი ბალერინა ირმა ნიორაძე აღნიშნული ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობასაც ითავსებს.

კომენტარები

კომენტარი