შემოქმედებითი ინდუსტრიები

ახალი აპლიკაცია, რომელიც პარტნიორთან დაშორების დეპრესიას გადაგატანინებთ

AppStore-ში გამოჩნდა ახალი აპლიკაცია – Mend-ი, რომლის მთავარი მიზანიც ადამიანების დახმარებაა, პარტნიორთან დაშორების შემდგომი დეპრესიის დროს.

“Mend-ი ესაა საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ჯიბით ატარებთ. ჩვენ აქ ვართ, ყველა ნაბიჯის მხარდასაჭერად და თქვენს გასამხნევებლად. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გეტყვით, რომ უბრალოდ დაივიწყოთ ყოფილი, განშორების გადატანა ამაზე ბევრად რთული პროცესია, ამიტომ, ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ფსიქოლოგიურ და მეცნიერულ დაკვირვებებს.” – წერენ პროგრამის ოფიციალურ გვერდზე.

Mend-ი გთავაზობთ აუდიოტრენინგებს ფსიქოთერაპევტებისგან, მედიტაციებსა და ონლაინ-დღიურების შედგენას, რომლებიც ადამიანს ეხმარება, აკონტროლოს ემოციური მდგომარეობა და დააკვირდეს მას. აპლიკაცია, აგრეთვე, გთავაზობთ დიეტას, ფიტნეს-ვარჯიშების გეგმასა და სტატიებს იმის შესახებ, რატომ არ უნდა დაუბრუნდეთ ყოფილს და როგორ უნდა დარჩეთ მეგობრებად.

კომენტარები

კომენტარი