ვიზუალური ხელოვნება

ღვედის გამოყენების აუცილებლობის შესახებ საგზაო კომპანიამ მძაფრი კამპანია წამოიწყო

საგზაო და სატრანსპორტო სააგენტომ NZTA ახალი ფოტოპროექტი გამოაქვეყნა. კერძოდ, მათ გადაიღეს 10 პორტრეტი, რომელზეც ადამიანები ღვედისგან მიყენებული დაზიანების კვალით არიან გამოსახული.

კამპანიის მიზანი, ცხადია, საზოგადოებაში ღვედის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლასა და მისი გამოყენებისკენ მოწოდებას ისახავს მიზნად. დაზიანების კვალი კი, რომელიც ამ ადამიანებს ატყვიათ, იმ მოსალოდნელ ბრუტალურ შედეგს ასახავს, რომელიც იმ შემთხვევაში დადგებოდა, თუ მათ ღვედი არ ეკეთებოდათ.

კომპანიის მტკიცებით, მათ საკუთრებაში არსებულ გზებზე, ყოველწლიურად, საშუალოდ 10 ადამიანი იღუპება იმის გამო, რომ მათ ღვედის გამოყენება დისკომფორტს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი