საშემსრულებლო ხელოვნება

10 ტრეკი, რომელიც Peggy Gou-ს ინსპირაცია გახდა

29 მარტს ელექტრონული სცენის ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულ არტისტს, Peggy Gou–ს ელექტრონულ მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER-ი SPACEHALL-ში უმასპინძლებს.

Peggy Gou კორეელი არტისტია, რომელიც ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს. მისი სეტები დეტროიტის, ლონდონის და ბერლინის ჟღერადობების სინთეზია, რაც მსმენელისთვის ყოველთვის განუმეორებელი გამოცდილებაა. მისი პირველი რელიზი EP “September War” 2016 წლის დასაწყისში გამოჩნდა. დეკოდერის ფარგლებში, Peggy ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება.

გამოცემა Stampthewax–ზე დაყრდნობით, გთავაზობთ 10 ტრეკს, რომელიც Peggy Gou–სთვის ინსპირაცია გახდა.

ფლეიტა ამ კომპოზიციაზე მაგიურია. ბატონი “სხეული და სული” განსხვავებული მელოდიების დამატებით გენიალურ რემიქს გვთავაზობს.
ერთ–ერთი საუკეთესო კომპოზიცია ძველი კლასიკიდან. ჯონ კატლერი საუკეთესო, მთავარი რიფი კი დიდებული. რთულია, რომ პირველი მოსმენის შემდეგ დაივიწყო.
დიდებული პროექტი Osunlade on Yoruba Record–ისგან. Erro და Eric Roberson–ის გასაოცარი ვოკალი.
ეს ჩემთვის მარადმწვანე სრულყოფილებაა ვოკალური და ინსტრუმენტალური ვერსიები ისე მოქმედებენ, რომ ქმნიან უნიკალურ საცეკვაო გამოცდილებას.
Raul Midon უბრალოდ საოცარია. მისი თანამშრომლობა MAW–თან სრულყოფილებაა.
ნაწყვეტი პეგის ერთ–ერთი საუკეთესო EP–იდან Romantic Flight.
ერთ–ერთი უდიდესი ინსპირაცია ჩემი მუსიკის კულტურულ ფონზე. მისი DJ კომპლექტი არის ჯადოსნური და მისი მუსიკა არასოდეს მტოვებს იმედგაცრუებლს.
არ ვიცი ეს კომპოზიცია Soulful House-ია თუ არა, მაგრამ ის ვიცი, რომ ამ ჟანრთან ყველაზე მეტად ეს მაახლოებს.
მე DJ Nature-ს დიდი გულშემატკივარი ვარ. ეს LP-ი კი მთლიანად საოცრებაა. მე მასში კაცის ვოკალი, კორდები და მარტივიდან “გადასვლა” მომწონს.

მე უკვე აღვნიშნე Ron Trent-ი. მე ვთქვი, რომ მისი შემოქმდებიდან ერთი კომპოზიციის არჩევა ძალიან რთულია. ეს ნამდვილად იყო უდიდესი ინსპირაცია ჩემთვის. მე მიყვარს ყველა ხმა ამ ტრეკში.

კომენტარები

კომენტარი