შემოქმედებითი ინდუსტრიები

Black Sea Arena განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა

საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“, მართვის უფლებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.
განკარგულებას საქართველოს პრემირ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 27 თებერვალს მოაწერა ხელი.

ბლექ სი არენა შეკვეთილში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), 2016 წლის ივლისში გაიხსნა. საკონცერტო სივრცე 10 000-მდე მაყურებელს იტევს, აღჭურვილია სპეციალური აპარატურითა და განათების სისტემებით; აქვს მოძრავი სახურავი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქართუმ ააშენა. ივანიშვილმა საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს 2016 წლის ივლისში აჩუქა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, საკონცერტო დარბაზის ღირებულება 200 მილიონი ლარია.

კომენტარები

კომენტარი