საშემსრულებლო ხელოვნება

ისრაელმა, შესაძლოა, ისლანდიური ანტიკაპიტალისტური ბენდი ჰატარი ევროვიზიიდან მოხსნას

ისლანდიური ტექნო ბენდი შესაძლოა ამ წლის ევროვიზიის კონკურსზე აიკრძალოს, რადგან ისინი ისრაელის ბოიკოტის მხარდამჭერად გვევლინებიან.

ჰატარი თავის თავს აღწერს, როგორც “ანტიკაპიტალისტურ ტექნო BDSM ბენდს”, რომელიც ევროვიზიაზე ისლანდიას წარადგენს სიმღერით “Hatrid Mun Sigra”.

ამჟამად, მათი მონაწილეობა ეჭვქვეშ დგას, რადგან ისრაელის სამოქალაქო უფლებების ორგანიზაცია Shurat HaDin -მა დაამტკიცა, რომ ბენდი მხარს კულტურულ ბოიკოტს უჭერდა, რის შედეგადაც მათ ისრაელში ჩასვლა აეკრძალათ.

არჩევის შემდეგ, ჰატარმა დააანონსა ისრაელის წინააღმდეგ პროტესტი ევროვიზიის სცენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკურსის წესებს ეწინაამდეგება.

“ისრაელის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ კანონის თანახმად, ადამიანი, რომელიც არ არის ისრაელის მოქალაქე, ან არ აქვს მუდმივი ცხოვრების უფლება, ვერ მიიღებს ვიზას, ან დროებით საცხოვრებელ დოკუმენტს, თუ იგი, ან ორგანიზაცია, რომლისთვისაც იგი მუშაობს, მოუწოდებს საზოგადოებას ბოიკოტისკენ” – აცხადებს ოფიციალური წყარო.

კომენტარები

კომენტარი