კულტურა

ჟურნალი Skylife თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს

ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქულ ავიახაზებთან (Turkish Airlines) თანამშრომლობით, აღნიშნული ავიაკომპანიის ჟურნალის „Skylife“ მარტის თვის გამოცემაში დაიბეჭდა თურქულ-ინგლისურენოვანი სტატია თბილისის შესახებ.

სტატიაში საუბარია თბილისის ღირსშესანიშნაობებზე, ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე, არქიტექტურაზე, სამზარეულოზე.

სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს თბილისის ტურისტულ პოტენციალს.

თბილისის ისტორიული ხედებით აღფრთოვანებული ავტორი წერს: “ნარიყალას განუმეორებელი ხედი ჩამჩურჩულებს: მე ვარ თბილისი,მე გიჩვენებ წარსულს და მომავალს ერთი სურათით”-აღნიშნავს ავტორი.

სტატიის ბოლოს, ავტორი თბილისს კვლავ დაბრუნების იმედით ტოვებს:

“თბილისი იწვევს ჩემში სურვილს, რომ კვლავ დავბრუნდე და ვნახო მისი თვალწარმტაცი ბუნება. იგი მაიძულებს უფრო მეტად შემიყვარდეს მისი კულტურა.ეს გრძნობა კიდევ უფრო ძლიერდება ,როცა აეროპორტში ვკითხულობ ფრაზას- “Tbilisi loves you”. თბილისო, მეც მიყვარხარ” – წერს ავტორი.


აღსანიშნავია, რომ თურქული ავიახაზების 70 მილიონამდე მგზავრს მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს ზემოაღნიშნულ სტატიას და მიიღოს ვრცელი ინფორმაცია თბილისის ტურისტული პოტენციალის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი