კინო

ბათუმში პოლონური კინოს დღეები გაიმართება

ბათუმში პოლონური კინოს დღეები გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პოლონური კინოს დღეები ბათუმში „ფოლიშ ფილმ ფრომოუშენის“ მხარდაჭერით იმართება.

პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 6 ფილმი, მათ შორის ცნობილი პოლონელი კინორეჟისორების – ანჟეი ვაიდას, რომან პოლანსკისა და იან კომასას ნამუშევრები:

1. „პიანისტი“, რომან პოლანსკი, საფრანგეთი/გერმანია/პოლონეთი/დიდი ბრიტანეთი, 2002;
2. „მარმარილოს კაცი“ ანჟეი ვაიდა, პოლონეთი, 1976 წ.;3. „აღთქმული მიწა“, ანჟეი ვაიდა, პოლონეთი, 1975;
4. „ფერფლი და ალმასი“, ანჟეი ვაიდა, პოლონეთი, 1958;
5. „ვარშავა 44“, იან კომასა, პოლონეთი, 2014;
6. „ვოლინია“  ვოსიეჟ სმარზოვსკი, პოლონეთი, 2016; .
ფილმები ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. პოლონური კინოს დღეების იდეა, პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლის თავის იუბილეს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი