ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველოს ეროვნული სტენდი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე

ლონდონის წიგნის ბაზრობიდან საქართველოს ეროვნული სტენდის ამსახველი ფოტომასალა ვრცელდება

ლონდონის წიგნის ბაზრობა დღეს, 12 მარტს ოფიციალურად გაიხსნება.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭრითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით (5 D118) წარდგება, სადაც გამოფენილი იქნება საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანიები და ქართველი გამომცემლების უახლესი წიგნები.

ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან, აგენტებთან და პარტნიორებთან. ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2013 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი