არტ მენეჯმენტი საშემსრულებლო ხელოვნება

ვერბიერის ფესტივალი სულ მალე წინანდალში

შვეიცარიის ქალაქ  ვერბერში, როგორც წინანდლის ფესტივალის, ასევე ვერბირის ფესტივალის დამფუძნებლებმა მარტინ ეგშტრონმა და ავი შოშანიმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს წინანდლის საერთაშორისო ფესტივალისა და მუსიკალური აკადემიის დაარსებისთვის.

ვერბერი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კლასიკური მუსიკალური ფესტივალის სამშობლო ევროპაში. ანალოგიური ფესტივალი კი უკვე 2019 წლიდან წინანდალშიც ჩატარდება. ხელმოწერა შვეციარული ქალაქის ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილას Chalet d’adrien-ში შედგა.

ქართული მხარის წარმომადგენელი, გიორგი რამიშვილი საკუთარ განცხადებაში საქართველოს მთავრობასა და პრემიერ მინისტრს განსაკუთრებულ მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის, რომელთა გარეშეც პროექტს საფუძველი ვერ ჩაეყრებოდა. მისივე თქმით, ამ ფესტივალის საშუალებით ქართული და ევროპული კულტურების კიდევ უფრო მეტად დაახლოებას შეეწყობა ხელი.

შეთანხმებისამებრ, ფესტივალი ყოველწლიურად აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში გაიმართება და საერთაშორისო მუსიკალური ფორუმის მნიშვნელობის მატარებელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი