ვიდეოები კინო

Disney “დამბოს” რიმეიქიდან ერთ-ერთ სცენას აქვეყნებს (ვიდეო)

როგორც ცნობილია, სტუდია “დისნეი” ანიმაციური ფილმის, “დამბოს” რიმეიქს გვთავაზობს, რომელიც რეჟისორმა ტიმ ბარტონმა გადაიღო და რომლის პრემიერაც 28 მარტს შედგება.

დამბო დისნეის 1941 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის მთავარია გმირია. ესაა ნახევრად-ანთროპომორფული სპლიყვი, რომელსაც დაცინვით უწოდებენ „დამბოს“ (ინგლ. dumb, ქართ. სულელი). მას დიდი ყურების გამო დასცინიან, თუმცა, სინამდვილეში, სპლიყვს შეუძლია ფრენა, თუკი ყურებს ფრთებად გამოიყენებს.

ფილმში მონაწილეობენ ევა გრინი, კოლინ ფარელი, მაიკლ კიტონი და დენი დევიტო. სიუჟეტის მიხედვით, კოლინ ფარელის პერსონაჟი ცირკის ყოფილი ვარსკვლავია, რომელიც ომიდან დაბრუნების შემდეგ, სცენას უბრუნდება. “დისნეის” გამოქვეყნებულ ერთწუთიან სცენაში, სწორედ, კოლინ ფარელი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი