კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ნიკოლ კიდმანი “101 დალმატინელის” პრიქველში კრუელას როლზე განიხილება

სტუდია “დისნეი” ნიკოლ კიდმანს “101 დალმატინელის” პრიქველში კრუელას როლზე განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას “That Hashtag Show” ავრცელებს. როგორც ცნობილია, ფილმი კრუელა დე ვილის, ცხოველის ტყავით შეპყრობილი არისტოკრატის ისტორიას მოგვიყვება.

კრუელა დე ვილი – ყველასთვის ცნობილი უარყოფითი გმირია მულტფილმიდან “101 დამატინელი”, თუმცა, ის ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. პრიქველის მოქმედება 1970-იან წლებში ვითარდება, მაშინ, როცა კრუელა ლონდონის ერთი ჩვეულებრივი მაცხოვრებელია. ამ პერიოდში მის ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელიც რადიკალურად ცვლის მას.

ნიკოლ კიდმანის გარდა, კრუელა დე ვილის როლის შემსრულებლებად შარლიზ ტერონი, ემა ტომპსონი, დემი მური და ჯულიანა მურიც განიხილებიან.

შეგახსნებთ, რომ “დისნეი” გადაღებების დაწყებას მიმდინარე წლის ზაფხულში, ფილმის პრემიერას კი 2020 წელს გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი