ვიზუალური ხელოვნება

ბენეფიტები, რომლებიც მხოლოდ ფოტოგრაფი ქალებისთვისაა

საიდუმლო არაა, რომ ფოტოგრაფი ქალები მეტი ბენეფიტებით სარგებლობენ, ვიდრე ამას მამაკაცები ახერხებენ. კერძოდ, ისინი (ქალები) მეტ ნდობას იმსახურებენ საზოგადოებაში, მათ სახლში ეპატიჟებიან, არაერთ საიდუმლოს ანდობენ და ა.შ.

თუმცა, მათი სამუშაო, ხშირად, უფრო მეტად საფრთხის შემცველია. მათ უწევთ მოულოდნელ სიტუაციებთან, თავდასხმებთან, სტერეოტიპებთან გამკვლავება.

National Geographic-ის ფოტოგრაფი ქალები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ:

აკაცია ჯონსონი
“არ აქვს მნიშვნელობა – რომელ ენაზე საუბრობ, რა ეროვნების ხარ, ყოველთვის და ყველგან არსებობს ქალური ასპექტები, რომლებიც კომუნიკაციის დამყარებაში გვეხმარება. ჩემი აზრით, მამაკაცებისთვის რთულია ისეთი ნდობის მოპოვება, როგორსაც ქალები ახერხებენ”
ანასტასია ტეილორ-ლინდი
“ჩვენ, ფოტოგრაფებს, მჯერა, რომ გვაქვს ცოდნა და გამოცდილება, რომ შევცვალოთ სამყაროს რეპრეზენტაციის გზა”
სარა ჰილტონი
“15 ქალით სავსე ოთახში ვიყავი, პაკისტანში – ბავშვები ტიროდნენ, ქალები ჭორაობდნენ – არ შემეძლო დამარება, თუმცა ვგრძნობდი ენერგიას საკუთარ სხეულში. ეს ადამიანები ხვდებოდნენ ერთმანეთს არჩევნების წინ, ქვეყანაში, რომელიც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობით ბოლო ადგილასაა. ისინი, ძირითადად, არაპრივილეგირებული ოჯახებიდან იყვნენ, მათ უმრავლესობას ხმა არასდროს მიუცია. როდესაც ბუშრა ხალიქმა, ადამიანთა უფლებების დამცველმა, საუბარი დაიწყო – ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. მან იკითხა: “ვის აქვს უფლება თქვენი ხმა განკარგოს?”. ქალებმა ემპათიურად უპასუსეს: “მე”
ალექს პოტერი
“ეს ფოტო სირიაში, ქურთების რეგიონშია გადაღებული. მე გავყევი ახალგაზრდა მეომრებს, რომლებიც ISIS-ის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ერთ ღამეს, როდესაც შუქი წავიდა, მათ ქურთული ტრადიციული სიმღერის მღერა დაიწყეს. მივხვდი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და სევდიანი მომენტი იყო ამ ახალგაზრდა გოგონებისთვის, რომლებიც საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლას ეწირებოდნენ”
ჯოდი კობი
“იაპონელი გაიშას ცხოვრება ზედმეტად ექსკლუზიური და პირადულია. იმდენად, რომ თითქმის არავის უნახავს მათი საქმიანობა კულისებში. მე ვიყავი პირველი ფოტოგრაფი, ვინც ექსკლუზიური უფლება მიიღო მათთან კულისებში ურთიერთობის, ჩემი წიგნისთვის – “გეიშა: ცხოვრება, ხმა, ხელოვნება” – წიგნი, რომლის შექმნა მხოლოდ ქალბატონს შეეძლო”

კომენტარები

კომენტარი