საშემსრულებლო ხელოვნება

დიდი არტისტი და პედოფილი – ჯექსონის შემოქმედება მუსიკალური ჩარტებიდან ქრება

მიუხედავად მაიკლ ჯექსონის ოჯახის პროტესტისა და მუსიკოსის უამრავი თაყვანისმცემლის აღშფოთებისა, დოკუმენტურმა ფილმმა „ნევერლენდის დატოვება“, ბევრის აზრით, დასკვნითი წერტილი დაუსვა შეკითხვას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პეროდულად ჩნდებოდა: „იყო თუ არა პედოფილი მაიკლ ჯექსონი?„

როგორც ჩანს, მოგვიწევს შევეგუოთ, რომ გენიალური მაიკლ ჯექსონი უმძიმესი ფსიქოლოგიური დარღვევის მქონე იყო და განიცდიდა სექსუალურ ლტოლვას ბავშვებისადმი. არავითარი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ ორი ადამიანი, რომლებიც ღიად და გულწრფელად, ფაქტებისა და არგუმენტების დამოწმებით, ყვებიან თავიანთი ცხოვრების ტრაგედიას, ცრუობენ.

როგორც ჩანს, მუსიკოსი იყენებდა მათ ბავშვურ აღტაცებას და მათზე ძალადობდა. ეს დიდხანს გრძელდებოდა. მაიკლ ჯექსონი რომ ცოცხალი იყოს, ამ ფაქტის გახმაურებას მოჰყვებოდა ხანგრლივი და, ალბათ, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სასამართლო პროცესი, რომელიც მის კარიერის დიდ ნაწილს შეიწირავდა. თუმცა მაიკლ ჯექსონი 10 წლის წინ გარდაიცვალა, და ახლა დაისმის კითხვა: რა ვქნათ, როგორ მოვექცეთ პოპის მეფის უმდიდრეს შემოქმედებას – მუსიკას, რომელიც ერთნაირად უყვართ დედამიწის ყველა წერტილში?

„დოკუმენტური ფილმის მესამე წუთზევე ნათელი იყო, რომ მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობა აღარასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც აქამდე იყო“, – წერს ბრიტანული Guardian-ის კორესპოდენტი, რომელიც  Sundance-ის კინოფესტივლის ჩვენებას ესწრებოდა.

მას შემდეგ, რაც ფილმი  HBO-ს პირდაპირ ეთერში გადაიცა,  კანადის, აშშ-ისა და ახალი ზელანდიის მრავალმა რადიოსადგურმა გამოაცხადა, რომ ეთერიდან ხსნის ჯექსონის სიმღერებს. ზოგიერთმა კომპანიამ ეს ნაბიჯი ხმაურიანი განცხადების გარეშე გადადგა, თუმცა მსმენელებმა შეამჩნიეს, რომ ჯექსონი პროგრამებში აღარ არის. მისი შემოქმედება მისმა პედოფილიამ გააქრო მუსიკალური სიებიდან. მაგალითად, მსმენელებმა შენიშნეს, რომ BBC-ის “რადიო 2-ის” ეთერში ჯექსონი 24 თებერვლის შემდეგ არ გაჟღერებულა. მუხედავად იმისა, რომ რადიოში ამგვარი ცენზურის დაწესებას უარყოფენ, ნათელია, რომ ეს დამთხვევა არ არის. 

გარდა ამიას, საკითხი მხოლოდ მორალური სასჯელის დაკისრების და პოპულარობის შემცირების კუთხით არ დგას. ჯექსონის მემკვიდრეობა მილარდობით დოლარს შეადგენს. ჟურნალ Forbes-ის გამოთვლით, 2009 წელს გარდაცვლილმა მომღერალმა გარდაცვალების შემდეგ  400 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

ჯექსონის შთამომავლების შემოსავლის ძირითადი წყარო კვლავ არის მუსიკალური გამომცემლობა EMI Music, წილი კორპორაცია Sony-ში და ალბომები. მათ, უდიდესი ალბათობით, მოუწევთ ფინანსურად დაზარალდნენ, ეს გარდაუვალია. რა ტიპის იქნება ეს ზარალი და ექნება თუ არა მას კომპენსაციის სახე, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

მაიკლ ჯექსონის თაყვანისმცემლებს მაინც არ სჯერათ, რომ ვეიდ რობსონისა და ჯეიმს სეიფჩუკის მონათხრობი – თითქოს ჯექსონი მათზე წლების განმავლობაში ძალადობდა – სიმართლეს შეესაბამება და მთელ მსოფლიოში მართვენ პერფორმანსებს პოპის მეფის შემოქმედებითი მემკვიდრეობის დასაცავად.

წყარო: agora.ge

კომენტარები

კომენტარი