შემოქმედებითი ინდუსტრიები

ARTWEEK: რას დავესწრო ამ კვირაში თბილისში? (11–18 თებერვალი)

როგორც მოგეხსენებათ, “არტნიუსმა” დაიწყო რუბრიკა ARTWEEK, რომლის ფარგლებშიც ყოველ ორშაბათს წარმოგიდგენთ იმ ღონისძიებათა ნაკრებს, რომლებიც თბილისში თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით იმართება.

რუბრიკა მიზნად ისახავს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელშეწყობას და სახელოვნებო სივრცეების პოპულარიზაციას.

ლეონარდო – Opera Omnia | Leonardo Opera Omnia

Image may contain: 1 person, text

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს და წარმოგიდგენთ მულტიმედიურ საგანმანათლებლო პროექტს „ლეონარდო – Opera Omnia”, სადაც დამთვალიერებელი იხილავს ლეონარდოს ფერწერული ნამუშევრების ციფრულ რეპროდუქციებს.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ერთ საექსპოზიციო სივრცეში გამოიფინება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომისა და მაღალი რეზოლუციის ციფრული რეპროდუქციები.

გამოფენა 29 მარტამდე გაიმართება.

15 მარტი – BASSIANI: Svreca | Newa HOROOM: Ben UFO | HVL | JD J

No photo description available.

SVRECA , იგივე ENRIQUE MENA ესპანელი არტისტი და ბოლო დეკადის უმნიშვნელოვანესი ტექნო ლეიბლის, SEMANTICA RECORDS-ის დამფუძნებელია. მისი შემოქმედებითი საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული SEMANTICA-სთან, რადგან 2006 წლის შემდეგ ლეიბლი ის მთავარი პლატფორმაა, რომლის დახმარებითაც მადრიდელი არტისტი თანამედროვე ტექნო სცენას გარდაქმნის. წლების წინ ლეიბლის პირველი სტუმარი VLADISLAV DELAY, რომელმაც ზედიზედ სამი ჩანაწერი გამოაქვეყნა, ხოლო თავად SVRECA-ს დებიუტი 2009 წელს, OSCAR MULERO-სთან ერთად შედგა. ამის შემდეგ MENA მუსიკას პერიოდულად JEALOUS GOD,WARM UP RECORDINGS , UMS RECORDINGS-ზეც გამოსცემდა, რადგან მისი ლეიბლი ახალ მასშტაბებზე გადავიდა.

SVRECA-ს კომპანიონი ამჯერად NEWA იქნება, რომელიც დღეისთვის ყველაზე წარმატებული ქართველი ტექნო არტისტია. თუმცა ძალიან მოკლე დროში ის ლოკალურ კონტექსტს გასცდა და საერთაშორისო მუსიკალური სცენის ღირსეულ მონაწილედ იქცა. SEMANTICA RECORDS, KLOCKWORKS, BASSIANI RECORDS და ICONTRAX-ზე გამოცემული კომპოზიციების შემდეგ NEWA-სთვის ახალი შესაძლებლობების კარი გაიხსნა, რაც ქართველმა არტისტმა ძალიან კარგად გამოიყენა. BERGHAIN, AWAKENINGS, KNOCKDOWN CENTER და სხვა წარმატებული კლუბების და ფესტივალების ხშირი სტუმარი თავისი კარიერის ყველაზე საინტერესო ეტაპზე იმყოფება, რის გამოც მის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება.

BEN UFO ის იშვიათი არტისტია, რომლის რეპუტაცია და კომპეტენცია ეჭვის ქვეშ არასდროს დამდგარა. მისი როგორც უბადლო სელექტორის და დიჯეის სტატუსი წლების მანძილზე უამრავ გამოწვევას უძლებდა და დღესაც ის ისეთივე რელევანტური და აქტუალურია, როგორც ყოველთვის. კარიერის საწყის ეტაპზე, 2007 წელს მან პირატული რადიო არხი SUB FM დააარსა, რომელიც ძირითადად დაბსტეპის პოპულარიზაციას ეწეოდა. მეგობრებთან, PANGAEA და PEARSON SOUND-თან ერთად ბრიტანელი არტისტი SUB FM-ის მეშვეობით ყოველკვირეულად აწვდიდა მსმენელს ახალ მუსიკას. PANGAEA, PEARSON SOUND და BEN UFO-ს თანამშრომლობის შედეგად, იმავე წელს შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრიტანული ლეიბლი HESSLE AUDIO, რომელიც უკვე წლებია TECHNO,HOUSE, JUNGLE, DUBSTEP და DRUM & BASS მუსიკის შემაერთებელ ხაზს მიჰყვება. HESSLE AUDIO-ს დისკოგრაფიაში შევხვდებით თანამედროვე ბრიტანული და არა მარტო ბრიტანული მუსიკის ბევრ საინტერესო სახელს, მათ შორის JAMES BLAKE, OBJEKT, PANGAEA,PEARSON SOUND, RAMADANMAN და ასე შემდეგ. ლეიბლზე მუშაობის პარალელურად BEN UFO-მ 1994 წელს დაარსებულ რადიო არხზე, RINSE FM-ზე ყოველკვირეული გადაცემა გააკეთა, რომლის ფარგლებშიც მან შექმნა ის იშვიათი სივრცე, სადაც შესაძლებელია პირველებმა მოვისმინოთ ექსკლუზიური მუსიკა როგორც დამწყები, ასევე მეინსტრიმ არტისტებისგან. ამ რადიოშოუს საშუალებით რამდენიმე ბრიტანელმა არტისტმა შეძლო საკუთარი მუსიკის გაცნობა ფართო აუდიტორიისთვის, მათ შორისაა BLAWAN და JOY ORBISON, რომლებიც დღეს საკმაოდ წარმატებული პროდუსერები არიან. მოგვიანებით RINSE RECORDINGS-სთვის UFO-მ გააკეთა კომპილაცია, სადაც ზემოთ ხსენებული არტისტების გარდა შევიდა ისეთი არტისტების პროდუქცია, როგორებიც არიან KASSEM MOSSE, KARENN, SOUL CAPSULE, JAMES BLAKE, HOW TO DRESS WELL და სხვ.

15 მარტი – KHIDI

Image may contain: night

15 მარტს KHIDI წარმოგიდგენთ ბერლინელ დიჯეის, პროდიუსერს და ამავე სახელწოდების ლეიბლის დამაარსებელს – AMOTIK. გარდა საკუთარი ლეიბლისა მის ნამუშევრებს ასევე TOMMY FOUR SEVEN-ის ლეიბლ 47-ზეც შევხვდებით. მასთან ერთად დაუკრავს ტექნო დუო იტალიიდან VII CIRCLE, რომლის თავდაპირველი მიზანიც თანამედროვე ტექნო ჟღერადობისგან განსხვავებული პროექტის შექმნა იყო, სადებიუტო Archetype EP-ით რომელიც მათსავე ლეიბლ RAPID EYE MOVEMENT-ზე გამოიცა, დუომ საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე ტექნო ინდუსტრიაში და მსმენელის აღიარებაც მოიპოვა. არტისტებს მასპინძლობას კლუბის რეზიდენტი და ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის პიონერი ლეონ ლოლიშვილი პროექტით BOYD SCHIDT გაუწევს.
G2-ში დაუკრავენ ასევე ადგილობრივი სცენის წარმომადგენლები ADIA და NIKA J.

ანდრეი ტარკოვსკის შემოქმედება ხელოვნების სასახლეში

Image may contain: one or more people, sky, text and outdoor

14 მარტს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლე გიწვევთ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორის, სცენარისტის, მსახიობისა და მწერლის – ანდრეი ტარკოვკის უკანასკნელი ფილმის “მსხვერპლშეწირვა” ფოტო გამოფენის გახსნაზე.

ექსპოზიციას წარმოადგენს ფოტოების ავტორი, საპატიო სტუმარი ლონდონიდან, მწერალი, დრამატურგი, კინომცოდნე – ლაილა გარეტი (Layla Alexander Garrett).

სპექტაკლი “მოახლეები” სამეფო უბნის თეატრში

სპექტაკლი მოახლეები-ის სურათის შედეგი

14 მარტს, 20:00 საათზე სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ
ნინო კასრაძე, ნატა მურვანიძე, ბაია დვალიშვილი ჟან ჟენეს დრამაში 
“მოახლეები”

რეჟისორი: ნიკა თავაძე
მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე
მუსიკა: ნიკა ფასური 
თარგმანი: ირმა ტაველიძე

შურისძიების სურვილით შეპყრობილი მოახლე დებისა და მათი ქალბატონის სიყვარულითა და სიძულვილით გაჟღენთილი ღამე, შესაძლოა, ნებისმიერი მათგანისთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს…



კომენტარები

კომენტარი