შემოქმედებითი ინდუსტრიები

გამოფენა “მდგომარეობებს შორის” 12 მარტს დაიხურება

გამოფენა “მდგომარეობებს შორის” 12 მარტს დაიხურება.

მულტიდისციპლინური საგამოფენო პროექტი კლუბ KHIDI-ის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 2018 წლის 7 დეკემბერს გაიხსნა. 

გამოფენამ 18 ნამუშევარი გააერთიანა და  ახალი მედიებისა და ტრანსდისციპლინური პრაქტიკის კვლევის საშუალებით შეეცადა ჩაღრმავებოდა იმ სახელოვნებო ტენდენციებსა და დინებებს, რომელთა კონტექსტუალიზაცია საქართველოში ჯერ არ მომხდარა ან ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

გამოფენამ სამი თვის განმავლობაში უმასპინძლა 5 000-მდე ვიზიტორს, მათ შორის: სტუდენტთა ჯგუფებს სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან, თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქართველ და საერთაშორისო კურატორებს, ხელოვნებათმცდონეებს, არტისტებისა და ინსტიტუციების დელეგაციებს და იქცა ბოლოს წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ  საგამოფენო პროექტად. 

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით,  ასევე განხორციელდა  ციფრული კულტურის ფესტივალ ტრანსმედიალეს კინო კურატორის, ფლორიან ვუსტის საჯარო ლექცია და კინოჩვენების სერია ფესტივალის არქივიდან. 

გამოფენა ექსპოზიციის სახით 12 მარტს იხურება, თუმცა „მდგომარეობებს შორის“ პლატფორმის სახით აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა კვლევით და საგამოფენო პროექტებეზე. ასევე დაგეგმილია გამოფენის კატალოგის პრეზენტაცია.

პროექტის კურატორები: ხატია ჭოხონელიძე, ვატო ურუშაძე, გიორგი სპანდერაშვილი.

კომენტარები

კომენტარი