კინო ლიტერატურა

აღმოაჩინეს წერილი, სადაც ჯონ სტეინბეკი მერილინ მონროს ავტოგრაფს სთხოვს

ცნობილი მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯონ სტეინბეკის არქივში ლეგენდარული მერილინ მონროსადმი გაგზავნილი წერილი აღმოაჩინეს.

დოკუმენტი, რომელიც 1955 წლის აპრილშია შედგენილი, ჯულიენის აუქციონზე 3520 დოლარად გაიყიდა.

წერილში სტეინბეკი მონროს სპეციალურად გადაღებულ ფოტოსა და ავტოგრაფს სთხოვს საკუთარი დისშვილისთვის, რომელიც, როგორც ირკვევა, მსახიობის გულმხურვალე გულშემატკივარი ყოფილა.

სანაცვლოდ კი ჯონ სტეინბეკი მერილინ მონროს ფორთ ნოქსის საშვს ჰპირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი