საშემსრულებლო ხელოვნება

გოჩა აბულაძემ მაგდებურგის ოპერის სახლში იაგოს როლი შეასრულა

ფოტო: Nilz Böhme

გერმანიაში, მაგდებურგის ოპერის სახლში, უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით, საოპერო სპექტაკლი “ოტელო” შედგა, სადაც წარმოშობით ქართველმა ოპერის მომღერალმა, გოჩა აბულაძემ იაგოს როლი შეასრულა.

სპექტაკლის პრემიერა 24 თებერვალს შედგა. მან სრული ანშლაგით ჩაიარა და საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ გოჩა აბულაძე მაგდებურგის თეატრის სოლისტი გახდა. აქ იგი ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 40-მდე სპექტაკლში მღეროდა და მოღვაწეობის მეორე წელსვე, 2015 წელს, დაიმსახურა საუკეთესო მომღერლის ტიტული. გოჩა აბულაძეს მოპოვებული პრიზი – ოქროს მედალი, ფულადი ჯილდო და „საუკეთესო მომღერლის“ წოდება – საზეიმო ვითარებაში გადაეცა მაგდებურგის თეატრის ყოველწლიურ გალაკონცერტზე, რომელიც მეოცედ გაიმართა.

ამჟამად გოჩა აბულაძეს მაგდებურგის თეატრთან  აღარ აქვს კონტრაქტი და სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრებში გამოდის.

კომენტარები

კომენტარი